|
2016-09-08 14:52:12, 688 ნახვა
პოლიტიკა
ენზელ მკოიანი გორელოვკის, ორლოვკის, ჟდანოვაკანის, სამების,სპასოვკისა და ეფრემოვკის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ახალქალაქისა და ნინოწმინდის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძნობს. ამჯერად ენზელ მკოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების- გორელოვკის, ორლოვკის, ჟდანოვაკანის, სამების,სპასოვკისა და ეფრემოვკის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე,რომელმაც დიალოგის რეჟიმში ჩაიარა, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, სოფლის მეურნეობის პრიორიტეტებს. კერძოდ, თუ რა გაკეთდა ზემოხსენებულ სოფლებში 2013– 2016 წლებში და კიდევ რა არის გასაკეთებელი. დასახელდა ყველა ინფრასტრუქტურული პროგრამა, რომელიც სამომავლოდ ამ სოფლებში დაინერგება. ,, ჩვენი მთავრობისთვის და ჩემთვის პრიორიტეტი იყო ყოველთვის მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის პირობების გაუმჯობესება.მსურს მოსახლეობას შევუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები. მე ვიცი ყველა თქვენი პრობლემა და ისიც, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობის განვითარება, განათლებული საზოგადოება, პროგრესის წინაპირობაა, სწორედ ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ძალა განაგრძობს მუშაობას მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა ენზელ მკოიანმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)