|
2016-09-08 14:23:10, 704 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილის წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სოფლებში: გუდაური, კობი, ყანობი, ხურთისი, ფხელშე, გორისციხე. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან რეგიონში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ტურიზმის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, მტკნარი და მჟავე წყლების წარმოების ინდუსტრიაში. ჩვენს მიერ მიღებული „მთის განვითარების კანონი“ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთის საწარმოების შექმნას და მოხევეების დასაქმებას. კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების ძეგლების სიმრავლე დაეხმარება ყაზბეგს კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისათვის. დაბა სტეფანწმინდა და მისი მიმდებარე სოფლები, კობი - გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობის შემდეგ, გახდება საქართველოს პირველი ოთხივე სეზონის კურორტი“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)