|
2016-09-08 13:48:02, 789 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: რომ არა სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუაზრებელი ქმედებები, რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უხეში შეცდომების შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს საკუთარი ჯარი შემოიყვანა. „ყველა სახელმწიფო საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს და ძალიან ხშირად ხდება, რომ მეზობელი მეზობლის ტერიტორიებს ეხება. მთავარია, სწორედ შევარჩიოთ ხელისუფლება. ქვეყანას გააზრებული პატრონი უნდა ყავდეს, ვისაც მართვა შეუძლია. ის რაც 2008 წელს რუსეთმა მოახერხა ლომის წვლილი ამაში სააკაშვილსა და მის გუნდს მიუძღვის. რომ არა მათი უაზრო ქმედებები, და დღეს ჯონ მაკკეინმაც აღიარა, რომ სააკაშვილმა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვით უხეში შეცომები დაუშვაო, არაფერიც არ მოხდებოდა და რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა“, - განაცხადა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და ამჯერად, სამეგრელოს რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)