|
2016-09-07 19:02:32, 687 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შედეგები ნატო-ს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან აღიარებული იქნა საქართველოს პროგრესი და ამ პროგრესის დინამიკა აუცილებლად შენარჩუნდება. როგორც კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შედეგები ნატო-ს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება: „ საქართველო დაუახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მიაღწევს საბოლოო მიზანს - გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგები აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ნატოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს ამ უმნიშვნელოვანესი სამიტის საქართველოში ჩატარებისთვის”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)