|
2016-09-07 18:51:24, 694 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედითუნარიანი პარტნიორი
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედითუნარიანი პარტნიორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. აღნიშნილი განცხადება მთავრობის მეთაურმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა: “საქართველო მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებს ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც გვაახლოებს ნატოში გაწევრიანების მიზანთან. აქტიურად მიმდინარეობს თავდაცვის სფეროში სახვადასხვა პროექტებზე მუშაობა, რაც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და ბრძოლისუნარიანობის გაზრდას ემსახურება. ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები, ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედითუნარიანი პარტნიორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე და ვამაყობ, რომ ასეთი თავდადებული გმირები ჰყავს საქართველოს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)