|
2016-09-07 18:36:55, 676 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, აშშ-ს მყარ პოზიციას ადასტურებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს კონგრესში, კენჭისყრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუციის გასვლის საკითხს გამოეხმაურა. ჯანელიძის თქმით, რეზოლუცია ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მყარ პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ჯანელიძე ელის, რომ კონგრესი რეზოლუციას მხარს დაუჭერს: „ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. რეზოლუციაზე აქტიურად იმუშავა საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ამერიკის კონგრესში, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე შეიქმნა. მათ მოახდინეს მხარდაჭერის მაქსიმალური მობილიზება, იმისათვის, რომ ეს პირველ რიგში კომიტეტში ყოფილიყო მხარდაჭერილი. ასევე ჩვენ ველოდებით, რომ რეზოლუცია კონგრესის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, რომელიც ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მყარ პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. რეზოლუციის კენჭისყრა აშშ-ს კონგრესში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)