2016-09-07 16:24:24, 607 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის
საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თბილისში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და მოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავი მიულოცა.
“ეს არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტი საქართველოში.მსურს მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს შესანიშნავი მასპინძლობისთვის. მოხარული ვართ აქ ყოფნით და თქვენთან შეხვდრით. მსურს მადლობა გადახიდაოდთ, რომ მასპინძლობთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას და ასევე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მოგილოცოთ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავი”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო აფასებს “ქართველი ქალებისა და მამაკაცების მიერ გაღებულ მსხვერპლს ერთობლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”.
გენერალური მდივნის განცხადებით, კომისიის სხდომაზე მრავალი საკითხი განიხილება, მათ შორის უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში და ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელება.
“ნატო-საქართველოს კომისია 2008 წელს ჩამოყალიბდა როგორც ფორუმი პოლიტიკური დიალოგისთვის და ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. კომისიის დღევანდელ სხდომაზე განვიხილავთ მრავალ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებს.
ასევე განვიხილავთ საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელების მხრივ მიღწეულ პროგრესს. ყოვლისმომცველი პაკეტის ინიციატივა 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე შემუშავდა და გაძლიერდა ვარშავის სამიტზე, რომელიც გასულ ივლისს გაიმართა. მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ განზრახული საქართველოს მხარდაჭერის გაძლირება, ამისთვს ჩვენი შევიმუშავეთ გარკვეული ზომები თანამშრომლობის გასაღრმავებლად”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან