|
2016-09-07 16:18:30, 665 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ჩემი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, ცილისწამებაა
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ბოლო დროს მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, ცილისწამებაა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, თუ მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება არსებობს, ის შესაბამის სამსახურებს უნდა წარუდგინონ, რათა აღნიშნული მიმართულებით გამოძიება დაიწყოს. „როდესაც არჩევნები ახლოვდება, ხან სამარშრუტო ტაქსების ბიზნესის წართმევას მაბრალებენ, ხან ხუდონი თითქოს ჩემი საკუთარი პროექტია, ბოლოს გავიგე თითქოს გორში ქარის ელეტროსადგური ჩემი საკუთრებაა, მზის სადგურებიც, რომელიც სამომავლოდ არის დაგეგმილი, ესეც ჩემი ყოფილა და ათასი სიბინძურეები. ახლა ველოდები ჩემი ძმის საქმის ახლიდან წარმოჩენას საზოგადოებისთვის და შეიძლება, კენედის მკვლელობაც თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ, მათ ოჯახს მე ადამიანურად თანავუგრძნობ, მათ მეუღლეებს, დედას, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ იმისა, რომ ჩემი მხრიდან იყო რაიმე ზეწოლა ან მითითება, წარუდგინონ შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით გამოძიება. თუ ფიქრობენ, რომ მორალურად დამანგრევენ, ძალიან ცდებიან, რადგან ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი რთული ბარიერი მაქვს გამოვლილი, ასე რომ ცილისწამებები ნამდვილად ხელს ვერ შეუშლის ჩემს იმ საქმიანობას, რასაც მე დღეს ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი სამშობლოსთვის ვაკეთებ“, -აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იარაღის შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი დაკავებით კახი კალაძე იყო დაინტერესებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)