|
2016-09-07 15:30:05, 646 ნახვა
პოლიტიკა
კელი: საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში გასაწევრიანებლად
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, იან კელის შეფასებით, ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, როდესაც პოლიტიკური ატმოსფერო შესაბამისი იქნება. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ნატო ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას და რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, როდესაც პოლიტიკური ატმოსფერო იქნება შესაბამისი. ამ ორგანიზაციის მთავარი ხელმძღვანელი და სხვა მნიშვნელოვანი პირები იმყოფებიან აქ, რომ ქართველ ხალხს და საქართველოს სუვერენიტეტს ნატოში გაწევრიანების გზაზე, მხარდაჭერა გამოუცხადონ“, - განაცხადა კელიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭო, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)