|
2016-09-07 14:55:10, 618 ნახვა
პოლიტიკა
გელა სამხარეული ამომრჩევლებს შეხვდა
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გელა სამხარაულმა მორიგი შეხვედრა ქალაქ ახმეტის ამომრჩეველთან გამართა. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგებასთან ერთად, მოსახლეობა კანდიდატს ქალაქში საავადმოფოს საჭიროების აუცილებლობაზე ესაუბრა. გელა სამხარაულმა რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის მიღწევები მიმოიხილა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში განხორციელდა. ისაუბრა თვითმმართველობებზე, როგორც მართვის და რეგულირების ყველაზე ეფექტიან მოდელზე, იმ სამომავლო პერსპეტქივებზე, რაც ქვეყანას სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდამ შეუქმნა. „სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე ვერ შევძლებთ სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, ეს პოლიტიკა მოაგვარებს სოცილურ საკითხებს, გადაჭრის უმუშევრობის პრობლემებს. ჩვენ ამ სწორ გზაზე ვდგავართ. დღეს სახელმწიფოში უზრუნველყოფილია თანაბარი სასტარტო პირობები იმისთვის, რომ შესაძლებლობების თავისუფლად გამოვლენა და განვითარება შეძლოთ. დღეს სახელმწიფო თითოეული თქვენგანის გვერდით დგას კონკრეტული ფინანსებით, კონკრეტული პროგრამებით და რაც მთავარია, გასაღების ბაზრების ხელმისაწვდომობით. მინდა ამ პროცესების აქტიური მონაწილეები გახდეთ და მერწმუნეთ, თქვენი ცხოვრება გახდება უკეთესი”, - განაცხადა გელა სამხარაულმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)