|
2016-09-07 14:15:37, 980 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი თბილისშია
ნატოს გენერალური მივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია. საქართველოში ის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან ერთდ ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრი დავით ბაქრააძე, საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე, ნატოში საქართველოს ელჩი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დახვდნენ. დავით ბაქრაძის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი იმ მხარდაჭერის დადასტურებაა, რომელიც საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მხრიდან გააჩნია. ბაქრაძის განმარტებით, ნატო საქართველოს კომისიის სხდომაზე პირველ რიგში ის კონკრეტული შედეგები განიხილება, რომელიც საქართველომ ვარშავის სამიტზე მიიღო. „ასევე თავდაცვის სისტემების გაძლიერებეის ის მექანიზმები განიხილება, რომლებიც ვარშავის სამიტზე შეთანხმდა და კომუნიკაციების მექანიზმები. მეორე, ეს არის საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება, რომელსაც ვახორციელებთ. საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს ნატოს წევრობისთვის და ვიმსჯელებთ ამ ინსტრუმენტების შესრულების მიმდინარეობაზე. ნატოს გენერალურ მდივანს გავაცნობთ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, წინასაარჩევნო გარემოს. ნატო, საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, მეტად ინფორმირმირებული იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)