|
2016-09-07 13:49:20, 641 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: წინასაარჩევნო კამპანიაა, ამიტომ ბევრ დეპუტატს გაუჭირდება პარლამენტში მოსვლა
პარტია „ქართული ოცნების“ წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, ის ამ წუთებში ქუთაისის პარლამენტში მიდის, რათა სხდომას დაესწროს. „აი, ახლა მე ქუთაისში მივდივარ. ცოტა, ალბათ, შევყოვნდი, რადგან გზის ერთ მონაკვეთზე ინტენსიური მოძრაობა იყო. ცოტა დამაგვიანდება, მაგრამ პარლამენტის სხდომაზე მე ვიქნები. იცით, რომ ახლა აქტიური წინასაარჩევნო კამპანიაა. ძალიან ბევრ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შეხვედრები აქვს დანიშნული და ამიტომ, ალბათ, მათ მოსვლა გაუჭირდებათ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ კობახიძემ. პარლამენტის პლენარული სესია ამ დრომდე არ დაწყებულა. სხდომა 13:00 საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო, მერვე მოწვევის პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში ბოლო შეკრებას ვერ ახერხებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)