|
2016-09-07 12:26:21, 600 ნახვა
პოლიტიკა
შოთა ხაბარელი მარტყოფის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ მარტყოფის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა სიმბოლურად, სოფლის საჭიდაო მოედანზე გაიმართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საუბრის დაწყებისას გულწრფელად აღნიშნა მისი საკმაოდ თბილი დამოკიდებულება ამ სოფლისადმი. „მთელი ჩემი ცხოვრება ფაქტობრივად სპორტში გავატარე, ეს სოფელი არის სპორტული სოფელი, თქვენ გყავთ მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, ოლიმპიური პრიზიორები, ამ სოფელს ყავდა უდიდესი პიროვნება, ბატონი ოთარი შინჯიკაშვილი, ეს ისტორიული სოფელი მე ძალიან მიყვარს“,-განაცხადა შოთა ხაბარელმა. შეხვედრაზე, რომელმაც დიალოგის რეჟიმში ჩაიარა, დეპუტატობის კანდიდატი დეტალურად გაეცნო მოსახლეობის თხოვნებსა და პრობლემებს. შოთა ხაბარელმა ადგილობრივებს მოუწოდა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებლად მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. მოსახლეობამ შოთა ხაბარელს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)