|
2016-09-07 09:44:26, 731 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა დავით ბაქრაძეს საარჩევნოდ მედიაცენტრის შექმნის ორგანიზება დაავალა
ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება, ამიტომ არჩევნების პერიოდში მედიაცენტრი შეიქმნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში მედიას კომფორტულად მუშაობის საშუალება მიეცეს. „უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების პერიოდშიც მედიას მივცეთ საშუალება, რათა კომფორტულად იმუშაონ და წინასაარჩევნო პროცესიც და არჩევნებიც კარგად გაშუქდეს. ამიტომ, მინდა ვთხოვო ევროინტეგრაციის მინისტრს, ბატონ დავით ბაქრაძეს, ორგანიზება გაუკეთოს ამ საკითხს, რათა ჟურნალისტებს, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი პირობები იმისთვის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში იმუშაონ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრები 35 საკითხს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)