|
2016-09-06 15:33:51, 740 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: თუ დადასტურდება, რომ დაგეგმილი პროვოკაციები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სამართალდამცავებს მივმართავთ
თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს,ამ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გარკვეული ტიპის პროვოკაციებია დაგეგმილი. „სხვადასხვა წყაროდან მოდის ინფორმაცია. ბუნებრივია, როდესაც პროვოკაციები იგეგმება პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ეს ინფორმაცია გარკვეულად ჟონავს გარეთ. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაციები. სამართალდამცავი ორგანოები შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით იმ შემთხვევაში, თუ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ანუ, საუბარია პროვოკაციებზე. პროვოკაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ჩვენ გვექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები უკვე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ შემთხვევაში ჩვენც მივმართავთ სამართლადამცავ უწყებებს და ალბათ ისინიც თავადაც დაინტერესდებიან ამ ყველაფრით. ჯერჯერობით გვაქვს ასეთი მდგომარეობა. ჩვენ გვაქს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გარკვეული სახის პროვოკაციებია დაგეგმილი, ამ პროვოკაციების განხორციელებისთვის მათ შეიძლება გამოიყენონ, როგორც, უშუალოდ, თავიანთი სტრუქტურები, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისუფალი ზონა, ასევე, მათთან ასოცირებული ძველი თუ ახალი ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ან სხვა ტიპის დაჯგუფებები. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მასთან ასოცირებული ორგანიზაციების გარკვეული ქსელი აქვს , რომელს გამოიყენებენ მათ პროვოკაციებისთვის, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პროვოკაციები მათ მიერ იქნება განხორციელებული. ჩვენი მიზანია პრევენცია, ჩვენი ამოცანაა ყველანაირი გართულების თავიდან აცილება, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ არჩევნეზე, როგორც მმართველი პარტია, აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, კორექტულად. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გუშინდელი ჩვენი განცხადებები პრევენციას ემსახურება. ჩვენი თვითმიზანი არ არის რაიმე სახის პროვოკაციაზე წინასწარ ვისაუბროთ და მერე ეს მოხდეს. პირიქით, ჩვენი ამოცანაა პრევენცია, რომ ჩვენს ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდში არანაირ პროვოკაციას არ ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება ზუგდიდის მცირე ინციდენტს, იქ ჩვენი აქტივისტები ჩართულები არ ყოფილან. ჩვენ გადავამოწმეთ იმთავითვე ინფორმაცია ზუგდიდთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი აქტივისტები იქ ჩართულები არ ყოფილან ამ ინციდენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)