|
2016-09-06 15:16:22, 724 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: ეს არის კუდმოკვეთილი ვიზალიბერალიზაცია
ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარმატების ზედმეტად შეფასება სწორი არ იქნება, რადგან შესაძლებლობების მატერიალიზაციის საკითხიც დგება - ფინანსური კუთხით რამდენ ადამიანს შეეძლება ამ სიკეთით სარგებლობა. „საქართველოსთვის ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერა დადებითი ფაქტია. რაც უფრო ბევრი მოქალაქე შეძლებს ბიუროკრატიული ბარიერის გარეშე ევროპაში წასვლას, მით უკეთესი იქნება. თუმცა, შესაძლებლობების მატერიალიზაციის საკითხიც დგება - ფინანსური კუთხით რამდენ ადამიანს შეეძლება ამ სიკეთით სარგებლობა. ევროპაში ჩასვლა თბილიდან მცხეთაში მგზავრობა არაა. ამ ფაქტის არც შეუფასებლობა და არც მისი გადაფასება არაა სწორი. ნებისმიერი ხელისუფლება „ოცნების“ ადგილას ვიზალიბერალიზაციის საკითში წარმატების მიღწევას წარმოაჩენდა, როგორც ევროპასთან ურთიერთობაში დიდ გარღვევას. ეს კუდმოკვეთილი ვიზალიბერალიზაციაა - განსაზღვრული გაქვს ევროპაში ყოფნის კონკრეტული დღეები. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, ევროპაში წასვლის წინ, უნდა ქონდეს ყველა ის საბუთი, რაც აქამდე ჭირდებოდა. მესაზღვრე ოფიცერს კვლავ ექნება უფლება, რომ საბუთები მოითხოვს. ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს, რომ საზღვრები აღარ არის. არ იქნება ისე, რომ გერმანიაში მატარებელში ჩაჯდები და დილას საფრანგეთში გაიღვიძებ. თუმცა, თავისთავად, საქართველო სწორი მიამრთულებით მიდის“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ცინცაძემ. შეგახსენებთ, რომევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)