|
2016-09-06 15:04:21, 677 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მივეხმაროთ, თორემ თვალსა და ხელს შუა ხელიდან გვეცლება
"პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მივეხმაროთ, თორემ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი თვალსა და ხელს შუა ხელიდან გვეცლება",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. "საქართველოს პარლამენტს დარჩენილი აქვს ერთი სხდომა ხვალ.იმედი მაქვს, კოლეგები ჩამობრძანდებიან ქუთაისში. დღეს ბიუროთი გავხნით სესიას, მაგრამ ხვალ არის სხდომა. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები, კონკრეტულად,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით, თუ დღეს კომიტეტები მოასწრებენ მუშაობას. გარდა ამისა, დღეს პარლამენტს შევთავაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დასანიშნად ბატონი ზაზა რუხაძის კანდიდატურა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი დანიშნავს თავის მხრიდან ორ წევრს, უზენაესი სასამართლო დანიშნავს ერთ წევრს. პარლამენტმა უნდა გავითავისოთ, რომ არის არა ჩვენი უფლება მხოლოდ, არამედ პასუხისმგებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს მივეხმაროთ, თორემ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი თვალსა და ხელს შუა გვეცლება ხელიდან და ეს არის ძალიან მძიმე და გამოუსწორებელი შედეგების მქონე მომავალში",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)