|
2016-09-05 15:51:07, 1337 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის აეროპორტში, Wizz Air-ის პირველი ბაზა 23 სექტემბერს გაიხსნება
ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოში პირველ წარმომადგენლობას 23 სექტემბერს გახსნის. რეგიონში ავიაკომპანიის პირველი ბაზა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნება. "კომერსანტის" ინფორმაციით, ქართულ წარმომადგენლობას ფინანსურ და საკონსულტაციო მომსახურებას ქართული კომპანია Financial Outsource გაუწევს. როგორც Financial Outsource-ის გენერალური დირექტორი გიორგი ხატიაშვილი განმარტავს, ამ დროისთვის უკვე დასრულების პროცესშია ყველანაირი სახის საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების მოგვარება. მისი განცხადებით, უნგრული კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებასაც დაამატებს. ესენია: ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა და ქუთაისი-სოფია. მისივე ინფორმაციით, ავიაკომპანიას ეყოლება 40-მდე თანამშრომელი, მათ შორის საკუთარი პილოტები და ეკიპაჟი. ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს, ამ დროისთვის ევროპის რამდენიმე ქალაქში დაფრინავს. მათ შორის, ქუთაისიდან მგზავრების გადაყვანა ვარშავის, კატოვიცეს, ბუდაპეშტის, ლიტვისა და მიმართულებით ხდება. Wizz air-მა ავიარეისების რაოდენობის გაზრდა და დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი ბაზის დაფუძნება მიმდინარე წლის მაისში დააანონსა. მაშინ Wizzair-ის კომუნიკაციების დირექტორმა დაგ ოლივიერმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების ტოლფასია.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)