|
2016-09-04 13:39:28, 758 ნახვა
პოლიტიკა
სავალან მირზოევი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, სავალან მირზოევი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი გარდაბნის 62-ე უბნისა და ბოტანიკი, ნაზარლოს სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ახლაც მოსახლეობამ ყველაზე დიდი ინტერესი მიწის რეგისტრაციის გამარტივებულ კანონზე გამოხატა. სავალან მირზოევმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე და მოსახლეობა დააკვალიანა, თუ როგორ უნდა მოიქცეს კუთვნილი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისას. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა ვრცლად მიმოიხილა ჯანდაცვის პროგრამა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ამიერკავკასიაში.მან ხაზი გაუსვა C ჰეპატიტის უფასო მკურნალობას, რომლითაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს. სავალან მირზოევმა ადგილობრივებს მოუწოდა, 8 ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებლად მივიდეს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)