|
2016-09-02 16:07:59, 1374 ნახვა
ეკონომიკა
ფრიდრიხ ებერტის ფონდი გერმანიის რეგიონებში, საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს
გერმანიის ფრიდრიხ ებერტის ფონდის პრეზიდენტმა კურტ ბეკმა ინტერესი გამოხატა ხელი შეუწყოს გერმანიის სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მიღწევების, მისი ეკონომიკური პოტენციალისა და ქვეყნის ევროპული განვითარების პოპულარიზაციას. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, როგორც კურტ ბეკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ბერლინშიგამართული შეხვედრისას აღნიშნა ფონდი მრავალი წელია საქართველოსთან თანამშრომლობს და მათთვის შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ განვითარების გზაზე მიაღწია. „ბატონ მინისტრთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ საქართველოს განვითარების სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური რეფორმებისა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული გეგმების შესახებ. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს პოპულარიზაციით და მისი ევროპული მიმართულების პოპულარიზაციით არა მხოლოდ ფედერალურ დონეზე გერმანიაში, არამედ მის ყველა მიწასა და ცალკეულ რეგიონებში. დარწმუნებული ვარ ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს მოგვცემს" - განაცხადა კურტ ბეკმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა სხვადასხვა სფეროში საქართველო გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობაზე, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოსსატრანზიტო და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციის თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე. მან მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა ბოლო წლებში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას, რაც, როგორც მაღალი დონის ვიზიტების უპრეცედენტო სიხშირით, ასევე გერმანელი ექსპერტების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული ინტერესითაც გამოიხატება. მინისტრმა ფრიდრიხ ებერტის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)