01:19 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 12:02:04, 679 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიკულად ეშინია

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ არ განადგურებულა და პირიქით, პარტია განახლდა.

„ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში და ხელისუფლების ყველანაირ ქმედებაში ჩანს, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიკულად ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდმა გუნდმა „ნაციონალური მოძრაობის“ გასანადგურებლად ყველაფერი გააკეთა, ჩვენ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია ვართ. ჩვენ განვაახლეთ პარტია, ხედვები, ადამიანები და კვლავ ვითარდებით. ერთადერთი რაც ხელისუფლებას შეუძლია გააკეთოს, ეს არის ხან კორცხელის ინციდენტი და ხან ოფისებზე თავდასხმა. თუმცა, ისინი დამარცხებისთვის განწირულები არიან“, - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ აჭარაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კონკურენტი არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ პაატა ბურჭულაძის გაერთიანებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics