00:42 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 13:10:31, 683 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: არ ვიცი რა მექანიზმებით აპირებს პაატა ბურჭულაძე სოციალურად დაუცველ რაოდენობის გაზრდას

არ ვიცი რა მექანიზმებით აპირებს ბატონი პაატა სოციალურად დაუცველების რაოდენობის გაზრდას, - ამის შესახევ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს პარტიის ლიდერის მხრიდან არასერიოზული განცხადება იყო.

„ეს კითხვა თვითონ პაატა ბურჭულაძეს უნდა დაუსვათ. არ ვიცი რა მექანიზმებით ცდილობს სოციალურად დაუცველების 500 ათასიდან მილიონამდე გაზრდას. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი“, - განაცხადა კალაძემ.

”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ განმუხურში მაჟორიტარობის წარდგენისას განაცხადა, რომ მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics