|
2016-08-30 12:46:48, 660 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე Yandex taxi-ზე: რუკები არ მინახავს, თუ ეს ასეა, რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ფაქტია
გულწრფელად გეტყვით, რომ ეს რუკები არ მინახავს, თქვენგან მოვისმინე, თუ ეს ასეა რა თქმა უნდა პაქტი არის ძალიან ცუდი, - ასე შეაფასა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ, რუსული კომპანია „იანდექსის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, თუმცა მისივე თქმით, ეს ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. „ურთიერთობების დალაგებას ვცდილობთ, ეს არის ჩვენი პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების რჩევაც, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე. ამ მიმართულებით კომპრომისი არ იქნება. ვიცი, რომ საქართველოში წლებია არსებობს სხვადასხვა რუსული კომპანიები. ვფიქრობ, რომ ხელის შეშლა ბიზნესის თვალსაზრისით ზოგადად არ იქნებოდა სწორი. ქვეყანაშ ბიზნესის კეთება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია. მთავარია ბოროტად არ გამოიყენონ ეს მიმართულება. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია ეს ფაქტი“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა. შეგახსენებთ, რომ ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ რუსული კომპანია „იანდექსი“ შემოვიდა, რომელიც მოსახლეობას ტაქსის მომსახურებას სთავაზობს. Yandex taxi-ს რუკაზე სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს რუკიდან განცალკევებულად არის წარმოდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)