00:30 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 09:43:09, 587 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

უწყების ინფორმაციით, მღებრიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამი ფედერალური მიწის: საქსოონის, ჰესენის და ბადენ-ვიურტენბერგის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება. შეხვედრებზე საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის სამივე ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ეს გიორგი მღებრიშვილის მეორე სამუშაო ვიზიტია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. პირველი სამუშაო ვიზიტის დროს, რომელიც 2016 წლის მარტსა და აპრილში განხორციელდა, საქართველოს შს მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს და გერმანიის დეფერალური მიწების: ბავარიის, რაინლანდ-პფალცის, ქვემო საქსონიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics