00:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 18:11:35, 1753 ნახვა

მსოფლიო
მოსამართლემ, რომელიც სავჩენკოს საქმეს განიხილავდა, თანამდებობა დატოვა

რუსეთის როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლეონიდ სტეპანენკომ, რომელიც უკრაინელი სამხედრო მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს საქმეს განიხილავდა, თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, სტეპანენკომ თანამდებბა 29 ივლისს მოსამართლეთა კვალიფიციური კოლეგიის გადაწყვეტილებით დატოვა. მოსამართლის გადადგომის მიზეზი არ სახელდება. სტეპანენკო მოსამართლედ 2008 წელს დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელ სამხედრო მფრინავს, ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლომ განაჩენი 2016 წლის 22 მარტს გამოუტანა. მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მალევე სავჩენკო უკრაინაში დაკავებული რუსეთის ორ მოქალაქეზე გაცვალეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics