17:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 16:34:50, 755 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს გონიოში გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონიოში იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ზღვაში დაკარგულ ორ ქართველ ჯარისკაცს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

გიორგი მარგველაშვილმა ადგილზე შეკრებილი დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადა და დახმარება აღუთქვა.

„მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის, მოვედი რომ თანადგომა გამოვხატო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი გონიოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად იმყოფებოდა.  გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ესაუბრა და ჩატარებულ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებზე ინფორმაცია მოისმინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics