22:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 20:05:28, 916 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნების გამართვაზე იმსჯელებს

საკრებულოს შუალედური არჩევნები შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 8 ოქტომბერს გაიმართოს. 

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის გამო, შუალედური არჩევნები, შესაძლოა დაემთხვეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებს. მისივე განცხადებით, ეს არ არის ჯერჯერობით გადაწყვეტილი. შუალედური არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ამ საკითხზე ცესკო იმსჯელებს.

​„ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შეეცდება მაქსიმალურად, ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის გამო, შუალედური არჩევნები დაემთხვეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებს, თუმცა ეს არ არის ჯერჯერობით გადაწყვეტილი. შუალედური არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ცესკო იმსჯელებს ამ საკითხზე”, - განუცხადა ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics