17:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 11:27:34, 885 ნახვა

საზოგადოება
თევდორე მღვდლის ქუჩა N13-ში განხორციელებულ სამუშაოებზე 107 022 ლარი დაიხარჯა

თევდორე მღვდლის ქუჩა N13-ში მცხოვრებ დევნილებს მალე გამართული წყალ-კანალიზაციის სისტემა ექნებათ.
 
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების პროგრამით განხორციელდა არსებული, დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის დემონტაჟი, რომელიც აღნიშნულ მისამართზე არასდროს შეცვლილა და მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, სრულად მოწესრიგდება წყალ-კანალიზაციის სისტემა, მოეწყობა საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭა, გაიწმინდება ცენტრალური ჭის მაგისტრალი და დამონტაჟდება ცენტრალური წყლის მილი.

თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ, თევდორე მღვდლის N13-ში 1400 კვმ ფართობზე  შეიცვალა დაზიანებული სახურავი, ხოლო საერთო სარგებლობის სადარბაზოებში შიდა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.

თევდორე მღვდლის ქუჩა N13-ში განხორციელებული სამუშაოებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 107 022 ლარი დაიხარჯა.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics