04:10 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 18:58:16, 1857 ნახვა

ეკონომიკა
„ქართუ ჯგუფი“ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს გადასცემს

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს მოსახლეობას მორიგ საჩუქარს უკეთებს და „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  “საქართველო მინიატურებში”–საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები  2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ–რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული.

მათივე ცნობით, მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ “არქიტექტურული ლაბორატორია #3”. კომპლექსი მოიცავს პარკს, არქიტექტურულ ძეგლთა მინიატურებს, ინფრასტრუქტურას  და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განათავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.

მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონია გაიმართება 13 აგვისტოს, 17:30 საათზე  და მას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics