22:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 16:07:40, 985 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი ადასტურებს, რომ თბილისში მაჟორიტარობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოსლკიმ შესაძლოა, თბილისის ერთ-ერთ უბანში მაჟორიტარად იყაროს კენჭი.

მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "ექსპრესნიუსთან" საუბარში გია ვოლსკიმ დაადასტურა, რომ მის კანდიდატურას, ისევე როგორც სხვებისას, განიხილავენ. თუმცა მისივე განმარტებით,  საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ მაშინ, როცა პრემიერი მას გამოაცხადებს, ვინაიდან არის შემთხვევები, როცა ბოლო მომენტში პირველად გადაწყვეტილებაში ცვლილებები შედის.

"ვრცელდება ასეთი ინფორმაციები და არა მარტო ჩემზე, ბევრ ადამიანზე, სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადებული პრემიერ-მინისტრის მიერ, ნებისმიერი ე.წ. სანდო წყარო  არ უნდა იყოს  აღქმული როგორც ბოლომდე სანდო. ეს  ცოტა ხუმრობით. ეს არის ნირმალური პოლიტიკური პროცესი, რომელიც არ ჰგავს გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს, რომელთანაც საქმე გვქონდა. იხილება ბოლო წუთამდე.  რამოდენიმე რეგიონი შემიძლია დაგისახელოთ, სადაც ბოლო წუთში წინა ღამით ჩატარებული პოლიტსაბჭოს სხდომის  პერიოდში მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები და გარკვეული ცვლილებები პირველად გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასე რომ, საბოლოო  გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც  ამას პრემიერი გამაოცხადებს. საუბარია თქვენ ამბობთ ჩემს თბილისში მაჟორიტარობაზე? კიბატონო, გიდასტურებთ, რომ ნამდვილად არის საუბარი. ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ იყო საუბარი ბათუმთან დაკავშირებითაც. არის კიდევ ბევრ ადამიანზე საუბარი არა მარტო ჩემზე",-განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics