22:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 16:31:35, 845 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, ბესელიასა და ფოფხაძის პოზიციას ეთანხმება

„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საქართველოს  საკონსტიტუციო  სასამართლოსთან დაკავშირებით,  ეკა ბესელიასა და  და  გედევან ფოფხაძის საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

ინაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში  ბესელიასა და ფოფხაძის პოზიციას იზიარებს, რადგან რეალობა სწორედ ასეთია. კერძოდ, ინაშვილის თქმით,  საკონსტიტუციო სასამართლოს  თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილ მთელი  ათი წლის განმავლობაში,  სააკავშილის რეჟიმის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო  და დღესაც მის  ინტერესებს ემსახურება:

"ბესელიასა და ფოფხაძეს მისი პოზიცია აქვს ცხადია, მაგრამ ჩემი პოზიცია მათ პოზიციასთან კიარ არის კავშირში, კავშირშია რეალობასთან და ეს რეალობა არის ასეთი-საკონსტიტუციო სასამართლოს  სათავეში უდგას გიორგი პაპუაშვილი, რომელიც მთელი ათი წლის მანძილზე იყო სააკავშილის რეჟიმის ერთ-ერთი ფუნდამენტი, დასაყრდენი და დღესაც ის ემსახურება  სააკაშვილის ინტერესებს.

თუ ადამიანს აქვს ჭკუა, გონი და სიბრძნე, ის თავისუფლად დაინახავს ამას.  არც იმას გამოვრიცხავ, რომ ადგილი ჰქონდა საბოტაჟს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში მსგავსი ტიპის მოვლენები, რომ საქმეები თავს იყრიდეს მხოლოდ ერთი და იგივე მოსამართლეების ხელში, არ ხდება, თუ ის სასამართლო არის თავისუფალი. სამწუხაროდ, ჩვენ გვაჩვენა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ  ეს საქმეები თავს იყრის  მოსამართლეთა ერთი ჯგუფის ხელში და კვალი მიდის სააკაშვილამდე, რომელსაც აწყობს ქვეყანაში საბოტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოში, წვრილი-წვრილი პროვოკაციები, წინასაარჩევნო პროცესშიც დაძაბულობის მუხტის გაღვივება, რადგან აღარ არის ის ძველი დრო, აღარ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" ის რეიტინგი, რომლითაც  მთელი ამ წლების განმავლობაში მანიპულირებდნენ. ერთადერთი გამოსავალი მათთვის არის ის, რომ მოაწყონ ქაოსი და დესტაბილიზაცია. ვეთანხმები  ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს იმიტომ, რომ რეალობა ასე არის. იმას ვამბობ, რასაც მე ვხედავ.საკონსტიტუციო სასამართლო ვიღაცის ხელში ინსტრუმენტია და ეს  ვიღაცა სააკაშვილია",-განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics