22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 13:30:32, 674 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: პრეზიდენტის ამოცანაა, წინასაარჩევნოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას შეუწყოს ხელი

პრეზიდენტის ამოცანაა, წინასაარჩევნოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას შეუწყოს ხელი, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეიდან ამომრჩევლის გააქტიურების მიზნით, საარჩევნო კამპანიას იწყებს.

„პრეზიდენტის მოქმედების არეალი კონსტიტუციით შეზღუდულია. თავისი მოღვაწეობის პერიოდში, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, მიკერძოებული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება გიორგი მარგველაშვილის მხრიდან საკუთარი ფუნქციების არასწორი გაგება.  მისი ერთადერთი ამოცანაა, წინასაარჩევნოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას შეუწყოს ხელი. მარგველაშვილს შეუძლია, რომ საკუთარი ღირებულებების სისტემა ქონდეს, მაგრამ ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია და იმ ადამიანებსაც უნდა სცეს პატივი, ვინც მის აზრებს არ იზიარებს“, - აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლის გააქტიურების მიზნით, საარჩევნო კამპანია დაიწყო. როგორც მარგველაშვილმა „მაესტროს” ღამის ეთერში განმარტა, კამპანია არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი არ იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics