23:37 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 13:44:49, 2869 ნახვა

მსოფლიო
პორტუგალიაში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, ცეცხლი ტყეს გაუჩნდა, შემდეგ კი ადმინისტრაციულ ქალაქს მიუახლოვდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამივე გარდაცვლილი საცხოვრებელ ბინებში იპოვეს.

მედიის ცნობით, საკურორტო ზონაში 27 სახლი, მათ შორის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც იწვის. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.

მოსახლეობა, რომელმაც საცხოვრებელი სახლები დროულად არ დატოვა, კვამლით მოიწამლა. ათობით ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მაშველები და მეხანძრეები ამ დრომდე ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics