|
2016-08-08 19:02:04, 862 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ლევან იზორიას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრისას ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და NATO-სთან მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. „დღეს მქონდა მთავარსარდალთან ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშავოთ ერთობლივად, რათა ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამისთვის დავგეგმეთ სამუშაო ჯგუფის შექმნა. ეს ჯგუფი ინტენსიურად იმუშავებს სტრატეგიაზე, რომელსაც ახლო მომავალში წარუდგენთ საზოგადოებას და ამ სტრატეგიაში გაწერილი იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აუცილებელია NATO-ში ჩვენი თავსებადობისთვის, აუცილებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს მთავრობის მიერ გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციისთვის. ასე რომ, მთელი რიგი პოზიტიური ღონისძიებები დავგეგმეთ და ამ ღონისძიებებს ფართო საზოგადოებას ძალიან ახლო მომავალში ერთობლივად წარვუდგენთ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის დღევანდელ შეხვედრას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილიც ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)