|
2015-03-07 18:32:10, 610 ნახვა
საზოგადოება
თემაზე „ეკომიგრაცია აჭარაში - გამოწვევები და გადაჭრის გზები“ შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს. უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული, სტიქიის შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების შერჩევისა და განსახლების კრიტერიუმების ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გაცნობა, რათა მათი დახმარებით მოხდეს სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება დაზარალებული მოსახლეობისათვის. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრების მიზანი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კორდინირებული მუშაობის ხელშეწყობაა და ეს თანამშრომლობა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)