|
2016-08-08 14:18:11, 579 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: საერთაშორისო საზოგადოება მზად არ არის, ადეკვატური პასუხი გასცეს იმას, რაც 8 წლის წინ მოხდა
საერთაშორისო საზოგადოება მზად არ არის, ადეკვატური პასუხი გასცეს იმას, რაც 8 წლის წინ მოხდა, მაგრამ ქართველი ხალხი ერთმუშტად არის შეკრული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა. უსუფაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ 8 წლის შემდეგ, ომის ტრაგედია და ტკივილიც უფრო მწვავედ აღიქმება, „რადგან იმ უბედურებაზე, რაც მოხდა, პასუხი გაცემული არ არის“. "8 წელი გავიდა საშინელი ტრაგედიიდან. 8 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ყველა ერთად უფრო და უფრო უკეთ ვიაზრებთ იმ გმირობას, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა, სამოქალაქო პირებმა. ის ტრაგედიაც და ის ტკივილიც ალბათ რვაჯერ უფრო მძიმედ და მწვავედ აღიქმება. პირველ რიგში იმიტომ, რომ პასუხი არ არის გაცემული იმ უბედურებაზე რაც მოხდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)