|
2016-08-05 20:16:29, 776 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა მონაკოს პრინცი საქართველოში დაპატიჟა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრაზილიის ფედერალურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მონაკოს პრინც ალბერტ მეორეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, ალბერტ მეორემ ხაზი გაუსვა მონაკოს მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხში. გიორგი მარგველაშვილმა მონაკოს პრინცს მადლობა გადაუხადა ამ მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მონაკო, გაეროს ფორმატში მიღებული რეზოლუციების მხარდაჭერას ტრადიციულად გააგრძელებს. მხარეებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ტურისტული და კულტურული პოტენციალი აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრას საქართველოს დელეგაციიდან ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)