21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 16:59:09, 775 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: მრავალპარტიულობის მომხრე მარტო ევროპაში მოგზაურობისას არ უნდა ვიყოთ

"მრავალპარტიულობის მომხრე მარტო ევროპაში მოგზაურობისას არ უნდა ვიყოთ და ეს რეალურ ცხოვრებაში უნდა განვახორციელოთ",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა "ექსპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

უსუფაშვილმა შეკითხვას-შეესაბამება თუ არა სიმართლეს თინა ხიდაშელისა  და ლევან ბერძენიშვილის განცხადებები, რომ პრემიერის გამოსვლებში ბოლშევიკური ტექსტები ჭარბობს, ასე უპასუხა:

"ხარაგაულის ინციდენტზე როცა ვსაუბროდით, ეს განცხადებები უფრო ამ მოვლენას ეხებოდა. სახელმწიფო სისტემაში სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი მიჩნეულია არასასურველ მოვლენად და გსურს ყველაფერზე ტოტალური კონტროლის დამყარება.  ვეუბნები პარტნიორებს „ქართულ ოცნებაში“,  ნუ ეწყინებათ, თუ რაღაც საკითხებში ჩვენ მკვეთრი და მკაფიო შეფასებები გვექნება. იმიტომ, რომ ბევრმა ასეთმა შეცდომამ ქვეყანა ცუდ შედეგამდე მიიყვანა. ჩვენ მრავალპარტიულობის მომხრე მარტო ევროპაში მოგზაურობისას არ უნდა ვიყოთ და ეს რეალურ ცხოვრებაში უნდა განვახორციელოთ",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics