21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 15:05:55, 819 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ხარაგაულის ინციდენტი ჩემთვის არ დასრულებულა

ხარაგაულის ინციდენტი, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ წარუმატებლად დასრულდა, ჩემთვის არ დასრულებულა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნებას“ აქვს დამოკიდებულება - „შენ აღარ ხარ ჩვენი გუნდის წევრი და რატომ უნდა იყო ხელმძღვანელი?“

„ჩვენ ვართ კონკურენციაში „ქართულ ოცნებასთან“, მათაც დაინახეს, რომ კონკურენციაში არიან„რესპუბლიკურ პარტიასთან“. პარტიული კონკურენცია, სახელმწიფო სტრუქტურებში ჩვენს საქმიანობასთან არ უნდა აგვერიოს. ხარაგაულის ინციდენტი, რომელიც „ოცნებისთვის“ წარუმატებლად დასრულდა, ჩემთვის არ დასრულებულა. იმიტომ, რომ  ერთი მხრივ, მაშფოთებს „ოცნების“ ყველგან და ყველაფრის გაკონტროლების სურვილი და მეორე მხრივ, თვითმართველობის ორგანოებში სხვა პოლიტიკური წარმომადგენლის მიუღებლობა, თან იმ შემთხვევაში, როდესაც ვერც ერთი კონკრეტული პრობლემა ვერ სახელდება. აქ ერთადერთი დამოკიდებულებაა - შენ აღარ ხარ ჩვენი გუნდის წევრი და რატომ უნდა იყო ხელმძღვანელი? ასეთი დამოკიდებულებთ ქვეყანას ვავნებთ, ასეთი დამოკიდებულებით შორს ვერ წავალთ. არჩევნებში ხელისუფლება ყველაზე მეტად ვისაც ერჩის, მას აძლიერებს, მაგრამ ეს  სწორი გზიდან გადახვევაა.  მე არ მინდა სწორი გზიდან გადახვეულ საქართველოში ვიცხოვრო და არჩევნებში წარმატებას მივაღწიო.  მინდა, მეც და სხვასაცწარმატება სწორ გზაზე მიმავალ ქვეყანაში გვქონდეს“, - განაცხადა უსუფაშვილმ.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“  თავმჯდომარის ინგა მაღრაძის გადაყენების საკითხი ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" 1 ივლისს დააყენა. თუმცა, ინგა მაღრაძე „ოცნებამ“ თავმჯდომარის პოსტიდან ვერ გადააყენა.

ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics