21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 14:57:42, 835 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, წითელი ხაზები ყველამ გადავლახეთ

მგონია, რომ წითელი ხაზები ყველამ გადავლახეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მანამ, სანამ სექტემბერში 4 ახალი, სათანადო უნარ ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე მოსამართლე არ დაინიშნება, სერიოზული პოზიტიური ცვლილებების რესურსს ვერ ხედავს.

„საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებში, მგონია, რომ წითელი ხაზები ყველამ გადავლახეთ. აქ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ -  ვითვლი დღეებს სექტემბრამდე, როდესაც სასამართლოში 4 მოსამართლე ამთავრებს თავის ვადას და დაინიშნება 4 ახალი მოსამართლე -  ორი პრეზიდენტის მიერ, ერთი უზენაესი სასამართლოსა და ერთიც პარლამენტის მიერ. თუ ჩვენ შევძლებთ და არა მხოლოდ კარგ იურისტებს, არამედ პრინციპულ და ასეთ ვითარებაში სასამართლოს ინსტიტუტის ჩიხიდან გამოყვანის შემძლე ადამიანებს, მაშინ გამოსწორდება საქმე. მე აუცილებლად უახლოეს დღეებში მექნება კონსულტაციები სათანადო პირებთან იმისთვის რომ პარლამენტს სათანადო უნარ ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე ადამიანი შევთავაზო. სამწუხაროდ, მანამდე მე ვერ ვხედავ რაიმე სერიოზული პოზიტიური ცვლილების რესურს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics