21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 13:53:30, 723 ნახვა

პოლიტიკა
გოგოლაშვილი: "ახალ მემარჯვენეებთან" გაერთიანებით, მოიხსნება კითხვა, თითქოს "გირჩი" "ნაციონალების" მიერ დაარსებული პარტიაა

ექსპერტ კახა გოგოლაშვილის განცხადებით,  „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩისა“ და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ ბლოკად გაერთიანების გადაწყვეტილება, შესაძლებელია პოლიტიკურად სწორი იყოს.

როგორც მან "ქსპრესნიუსს" განუცხადა, გოგა ხაჩიძის პარტიის "ახალ მემარჯვენეებთან" ბლოკში გაერთიანებით, მოიხსნება კითხვები, არის თუ არა "გირჩი"  "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაარსებული პარტია:

"შეიძლება სწორი ნაბიჯი იყოს, რადგან "გირჩი" არის ძალიან ახალგაზრდა პარტია, თანაც იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრობას" გამოეყო, მაინც არის დამოკიდებულება, თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაარსებული პარტია იყო. მათი გაერთიანება ახალ მემარჯვეენებთან, ამ კითხვებს მოხსნის. ახალი მემარჯვენეები მართალია დიდი პარტია არასდროს ყოფილა, მაგრამ სტაბილურად ყოველთვის იყო პოლიტიკაში, ძველი პარტიაა და ერთად შეიძლება უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქნონდეთ. შესაძლოა, ამან ცოტა რეიტინგი აუწიოს ორივე გუნდს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარანტირებულად მიიღებენ მეტ ხმებს, თუმცა არ დაზიანდებიან და შანსები უფრო გაეზრდებათ",-განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics