|
2016-08-05 10:18:50, 761 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: პრეზიდენტის ბრაზილიაში შეხვედრების მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი ბრაზილიაში და მისი დასწრება ოლიმპიური თამაშების გახსნაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ოლიმპიური თამაშები ყოველთვის გამოხატავდა მნიშვნელოვან პრინციპს, მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდაჭერას. "საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების წარმატების მხარდამჭერი იქნება, ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი გამართავს არაერთ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. ბრაზილიაში გასამართი შეხვედრების ძირითადი მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება და გაძლიერება. ამავდორულად გაეროში დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციაზე მეტი მხარდაჭერის მოპოვება,"- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)