16:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 15:14:09, 653 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ,,ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში“ იმყოფებოდა

თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტ ნათია ლოლაძესთან ერთად,  ,,ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში“ იმყოფებოდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნარმანია  ადგილზე გაეცნო ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბებული სხვადასხვა  ჯგუფების საქმიანობას.

მათივე ინფორმაციით, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და განიხილეს სამომავლო გეგმები.

ცენტრის ბენეფიციარებისთვის, პერიოდულად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეწყობა ექსკურსიები. მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერიამომდევნო გასვლით ღონისძიებაზე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

ცენტრი თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის, რამდენიმე წლის წინ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.

„ჩვენ წითელ ჯვართან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. აქტიურად ვეხმარებით ცენტრს, რომ ბენეფიციარებს უკეთესი პირობები ქონდეთ. გავეცანით მათ საჭიროებებს და გავაგრძელებთ სამომავლოდ მათ დახმარებას. გარდა ამისა, აქტიურად ვაფინანსებთ სხვადასხვა სახის სოციალურ პროგრამებს, რომლითაც ისინი სარგებლობენ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი. ასევე, მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics