21:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 22:33:44, 710 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ქვეყნის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვემო ქართლის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას, ქვეყნის ერთგულებისთვის, ძმობისთვის და თავდადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ თქვენს ნდობას გავამართლებთ და თქვენი გვერდში დგომით, ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ კვლავ თქვენს სამსახურში იქნება!“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, დიდი გამარჯვებები სჭირდება.

„მე დარწმუნებული ვარ თქვენი თანადგომით, ერის კონსოლიდაციით , ერთ მუშტად შეკვრით, ჩვენი ქვეყნის და სამშობლოს გამარჯვებისთვის, ყველა ჩვენთაგანი იღვაწებს და მაქსიმალურად დაიხარჯება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახს მოვუტანოთ კეთილდღეობა. მე დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ თქვენთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს. ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო გაიმარჯვებს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics