|
2016-08-02 19:19:42, 1023 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ არ არის ერთადერთი ადეკვატური ძალა, მაგრამ სხვებთან შედარებით უფრო ადეკვატურია
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნაზე უსუფაშვილისა და თავდაცვის ექს-მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებებს „არაადეკვატური“ უწოდა. როგორც უსუფაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, „რესპუბლიკური პარტია“ არ არის ერთადერთი ადეკვატური ძალა, მაგრამ სხვებთან შედარებით უფრო ადეკვატურია. „ქართული ოცნება თვლის, რომ ერთადერთი ადეკვატური პოლიტიკური ძალა თვითონ არის. „რესპუბლიკური პარტია“ ვთვლით, რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთი ადეკვატური ძალა, მაგრამ სხვებთან შედარებით ვართ ხოლმე უფრო ადეკვატური. რა უფრო ადეკვატურია და ვინ უფრო არ არის ადეკვატური, ამას მოსახლეობა და ამომრჩეველი განსაზღვრავს. დიახ, საარჩევნო კამპანიის დროს ყველა პოლიტიკური სუბიექტი ვართ კონკურენტულ რეჟიმში ერთმანეთთან, ერთმანეთი გვყავს ამოღებული სამიზნეში. ვაცხადებ მზაობას, ამ კვირის ბოლოდან ნებისმიერ ეთერში ნებისმიერი წამყვანი პოლიტიკური სუბიექტის ლიდერთან ნებისმიერ თემაზე დებატებისთვის და მოდი, იქ გავარკვიოთ ყველაფერი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)