15:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 14:38:32, 750 ნახვა

საზოგადოება
კუმისის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. კუმისის ქუჩის მცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და თვის  ბოლოს დასრულდება. 

მატივე ინფორმაციით, კუმისის  ქუჩაზე    მიმდინარე საგზაო სამუშაოები  ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა. ამ ეტაპისთვის, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, მოიფრეზება გზის სავალი ნაწილი და დაიგება ასფალტის ახალი საფარი. 

„რაიონში გვაქვს ისეთი ქუჩები და ჩიხები,  სადაც გზის საფარი ათეულის წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ეს ქუჩა გახლავთ სწორედ ასეთი.   ჩუღურეთის რაიონის გამგეობა გეგმაზომიერად და ეფექტურად მუშაობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ამ ქუჩაზე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც განვახორციელეთ, კერძოდ ნაგავსაყრელად ქცეულ ადგილზე გავაკეთეთ ახალი სკვერი,“ - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ 

ჩუღურეთის რაიონში, ამ დროისთვის 30 ქუჩაზე, 34 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგო.
(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics