|
2016-08-02 12:40:05, 628 ნახვა
საზოგადოება
სექტემბერში "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ქართული ენერგეტიკისთვის სამ უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს
2016 წელი ქართული ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტებით გამორჩეული წელია. სექტემბრის თვეში ენერგოსისტემას კიდევ სამი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური შეემატება. აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი ქვესადგურის, „ქსანი-500“-ის სრული რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და შიდა ქართლის ელექტროენერგიით მომარაგება, გაიზრდება საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობა და განხორციელდება ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობა. მეორე პროექტი, რომელიც ასევე აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება, ქვესადგურის „მარნეული-500“-ის მშენებლობაა. ქვესადგური იქნება დახურული ტიპის, რაც ქვესადგურის მორიგე-ოპერატიული პერსონალის გარეშე ფუნქციონირებას და მის სრულ დისტანციურ მართვას გულისხმობს.პროექტი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე გენერაციის ობიექტებიდან სიმძლავრის გამოტანას და სომხეთთან სამომავლოდ დაგეგმილი სატრანზიტო კავშირის განხორციელებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სსე ახორციელებს, გულისხმობს ახალი, ქვესადგურის "ჯვარი-500" მშენებლობას. პროექტის დასრულების შემდეგ, საგრძნობლად გაუმჯობესდება საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედოობა, განხორციელდება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის საჭირო სიმძლავრით უზრუნველყოფა და მდინარე ენგურის აუზის პერსპექტიული ჰესების სიმძლავრის გატანა თურქეთში. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" სამივე პროექტის დასრულებას სექტემბრის თვეში გეგმავს.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)