|
2016-08-02 12:20:36, 759 ნახვა
პოლიტიკა
კახა გოგოლაშვილი: თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს, - იზორიას კი, პოლიტიკური წონა არ აქვს
ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარმატების მიღწევა გაუჭირდება. როგორც გოგოლაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, იზორია არ არის ისეთი პოლიტიკური ფიგურა, როგორებიც ირაკლი ალასანია და თინა ხიდაშელი იყვნენ. „თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს. მთავარი არ არის ის, რომ იზორია თავდაცვაში უსაფრთხოების სამსახურიდან გადავიდა თუ არა. მთავარია, თავდაცვის მინისტრი რამდენად ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა, რადგან საქართველოსთვის თავდაცვა პრიორიტეტული საკითხია. ვფიქრობ, იზორია არ არის ისეთი პოლიტიკური ფიგურა, როგორც, მაგალითად, ირაკლი ალასანია და თინა ხიდაშელი იყვნენ. წინა მინისტრებს უფრო დიდი გამოცდილება ქონდათ იმავე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ კი ნატოს-თან ურთიერთობა ძალიან გვჭირდება. თავდაცვის მინისტრი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც უფრო დიდი პოლიტიკური ძალა აქვს და პარტნიორებთან საუბრისას თავდაჯერებული იყოს. წინა მინისტრებისგან განსხვავებით, იზორიას ეს გაუჭირდება. ლევან იზორიას პოლიტიკური წონა არ აქვს“, - აცხადებს გოგოლაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)