21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 12:09:35, 818 ნახვა

პოლიტიკა
შარაშენიძე: არ მეგონა, თუ ხიდაშელი მსგავს განცხადებებს ერთ დღეში გააკეთებდა

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში თორნიკე შარაშენიძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმაურება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შარაშენიძემ განუცხადა, უცებ, რატომღაც, ხიდაშელს პრემიერის განცხადებები არ მოეწონა და მასში ბოლშევიკური ტექსტებით მოლაპარაკე ადამიანი დაინახა.

„ლოგიკური შეკითხვაა - ხიდაშელი მსგავს განცხადებებს რატომ აქამდე არ აკეთებდა? უცებ არ მოეწონა მთავრობის მეთაურის ტექსტები.  მე კი მეგონა, რომ თავის სტილში დაიწყებდა განცხადებების გაკეთებას, მაგრამ ასე ერთ დღეში თუ იზამდა ამას, არ მეგონა“, - განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „მაესტროსთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის გამოსვლებში, ბოლო დროს, ბოლშევიკური ტექსტები ჭარბობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics