|
2016-08-02 09:41:02, 719 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: თავდაცვის მინისტრად იზორიას დანიშვნა სისტემურად არასწორი ნაბიჯია
„თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნა სისტემურად არასწორი ნაბიჯია“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, იზორიას მნიშვნელოვანი მიმართულებით სეზრიოზული კვალიფიკაცია აქვს, მაგრამ ჯარის სპეციფიკიდან გამომდინარე „არასწორი მომავალია“. "შეიძლებოდა უკეთ მომზადება ამ საქმისთვის, მაგრამ მე უფრო ღრმად არ ჩავალ რამოდენიმე მიზეზის გამო. ჩვენ ერთად მოგვიწევს ძალიან სერიოზულ საქმეებზე მსჯელობა. ცხადია, ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა მექნება ის ურთიერთობა, რაც უნდა მქონდეს. თავად ლევან იზორიას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. მას ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით აქვს სერიოზული კვალიფიკაცია, მაგრამ თავდაცვის უწყების და ჯარის სპეციფიკიდან გამომდინარე მგონია, რომ ეს სისტემურად არასწორად დანახული მომავალია და არასწორი ნაბიჯია",-განაცხადა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)